Tuesday, 12 November 2013

მე-8 მოდულის რეფლექსია
                 
                        ამ მოდულში წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავუზიარეთ ერთმანეთ ჩვენი ნაშრომები, ვიმსჯელეთ პროექტების ჩვენების დადებით მხარეებზე.
                      პრეზენტაციის შემდეგ დაისვა შეკითხვები, გამოითქვა მოსაზრებები.
                       კურსის მეშვეობით საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება მივიღე პროექტზე მუშაობისათვის. მჯერა, რომ პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ჩემი მოსწავლეების სწავლის ხარისხზე, რადგან ისინი ისწავლიან თანამშრომლობას, განივითარებენ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს,ისწავლიან ახალ-ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებს და მათთვის სასკოლო ცხოვრება საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
                   ყველა მოდული საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ქ-ნ ნანას, მისი პროფესიონალიზმის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვნ ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი მეთოდები შევისწავლეთ. მადლობა ამისთვის!

Wednesday, 6 November 2013

მე-6 და მე-7 მოდულის რეფლექსია
        ერთმანეთს გავუზიარეთ  მოსწ-თა  სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ,როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთ თვითრეგულირებად სწვლას.დავსახეთ გზები, როგორ მოგვეძია დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეთათვის.
           დავიწყეთ თემისათვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადების დაგეგმვა.
             მე-7 მოდულის ფარგლებში ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენო კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკა.შევისწავლეთ,პრეზენტაციის შექმნის  პრინციპები, განვიხილეთ, დოკუმენტებისა და ვებ-რესურსების შექმნის თავისეურებები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწ. პროცესის ხელშესაწყობად.
მე-5 მოდულის რეფლექსია
            ამ მოდულშიგავეცანით, თუ როგორ შიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.დავხვეწეთ შეფასების გეგმები, შვქმენით შფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.გავუზიარეთ კოლეგებს სასწავლო პროექტის გეგმა.
მე-4 მოდულის რეფლექსია
   ამ მოდულის მსვლელობისას ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები პროექტში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები.
          შევქმენით და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები,მაგ: პრეზენტაციები, პუბლიკაციები, ვიკი და ბლოგები.
          პროექტის გეგმებში შვიტანეთ საჭირო ცვლლებები.
მე-3 მოდულის რეფლექსია
დღეს განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირებას ჩვენს პროექტში.გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტ-რესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის.ვისაუბრეთ სასარგებლო ვებ-საიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებზე.განვიხილეთ სასწავლო პროექტის მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხებზე.ვიმსჯელეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობასა და მათი გამოყენების წესების საკითხებზე.
         დღე ძალზედ ნაყოფიერი იყო.