Tuesday, 12 November 2013

მე-8 მოდულის რეფლექსია
                 
                        ამ მოდულში წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავუზიარეთ ერთმანეთ ჩვენი ნაშრომები, ვიმსჯელეთ პროექტების ჩვენების დადებით მხარეებზე.
                      პრეზენტაციის შემდეგ დაისვა შეკითხვები, გამოითქვა მოსაზრებები.
                       კურსის მეშვეობით საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება მივიღე პროექტზე მუშაობისათვის. მჯერა, რომ პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ჩემი მოსწავლეების სწავლის ხარისხზე, რადგან ისინი ისწავლიან თანამშრომლობას, განივითარებენ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს,ისწავლიან ახალ-ახალ ტექნოლოგიურ მეთოდებს და მათთვის სასკოლო ცხოვრება საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
                   ყველა მოდული საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ქ-ნ ნანას, მისი პროფესიონალიზმის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვნ ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი მეთოდები შევისწავლეთ. მადლობა ამისთვის!

No comments:

Post a Comment